Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი საერთაშორისო კონფერენციაზე ტაშკენტში

2025 წლის 28–29 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია მონაწილეობდა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „სამოქალაქო კანონმდებლობის განახლება უზბეკეთის რესპუბლიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე“.

ღონისძიება ორგანიზებული იყო უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის საკანონმდებლო და იურიდიული პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ და მიზნად ისახავდა განახლებული კონსტიტუციის მიღების შემდგომ პერიოდში ქვეყნის სამოქალაქო კანონმდებლობის, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის, სრულყოფის პროცესში მეცნიერებისა და პრაქტიკის ინტეგრაციას.

კონფერენციის ფარგლებში  თამარ ზარანდიამ წარადგინა მოხსენება თემაზე: „სამეზობლო სამართლის აქტუალური საკითხები“, რომელიც შეეხებოდა საკუთრების დაცვისა და მეზობელ სუბიექტებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების თანამედროვე მიდგომებს. მოხსენებამ და მის გარშემო გამართულმა დისკუსიამ დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეთა შორის და ხელი შეუწყო პროფესიული გამოცდილების გაზიარებას.

კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და იურისტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, გამოცდილების გაცვლისა და საერთო სამეცნიერო მიზნების განსაზღვრისთვის. მიღებული შედეგები და პროფესიული კონტაქტები დაეხმარება თსუ იურიდიულ ფაკულტეტს აქტიურად ჩაერთოს რეგიონული სამართლის განვითარების საკითხებში და გააძლიეროს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა.

 

 

        

 

თარიღი: 28/10/2025